top of page
Working with Coffee
Post: Welcome
Writer's pictureTamo Kapi

რეკომენდაციები ბიზნესში წარმატების მისაღწევად

Updated: Mar 14, 2021



1. გარს შემოიკრიბე მენტორები და მრჩევლები.

ისწავლე იმ ადამიანებისგან, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს ბიზნესში. ბევრი მათგანი საკუთარ მოსაზრებებს ბლოგების, პოდკასტების და სოციალური მედიის საშუალებით აზიარებს.


2. იფიქრე საკუთარ თავზე.

რაც არ უნდა წარმატებულები იყონ სხვები, ბრმად ნუ გაიზიარებ მათ სტრატეგიებს. ისწავლე კანონები და გამოიყენე ისინი, რამდენადაც იმუშავებს შენი ბიზნესის აწყობისა და მართვის პროცესში.


3. მოიფიქრე მომგებიანი იდეა შენი ბიზნესისთვის.

კარგად გაიცანი შენი სამიზნე აუდიტორია და მოიფიქრე, რა შეგიძლია შესთავაზო ისეთი, რაც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. შთაგონებისთვის გამოიყენე ის პრობლემები, რაც თვითონ დაძლიე. აწარმოე კვლევა! მარტო ნუ გადაწყვეტ შენი იდეა წარმატებული გახდება თუ ჩიხში მოექცევა. ჩართე ის ადამიანები, რომლებიც რეალურად დაგეხმარებიან.


4. აირჩიე ერთი რამ, რაზედაც ფოკუსირებას მოახდენ.

არც კი სცადო ყველაფერი ყველა ადამიანს მოარგო. იყავი საუკეთესო ერთ სფეროში და მარკეტინგული გათვლები მხოლოდ კონკრეტულ აუდიტორიას მოარგე.


5. გქონდეს გეგმა და იყავი მოქნილი.

არ მიეჯაჭვო შენს იდეებს. სამჯერაც რომ დაგჭირდეს, დაბრუნდი უკან, მოისმინე უკუკავშირი, გააუმჯობესე შეთავაზებები და საჭიროების შემთხვევაში მიმართე ექსპერიმენტებს. წარმატებული კომპანიების უმრავლესობა მათი დამფუძნებლების შეცდომების შედეგად გაიზარდა.


6. იმუშავე შენს ბიზნესზე და არა შენს ბიზნესში.

ბიზნესის მფლობელთა დიდი ნაწილი ჩართულია საკუთარი მომსახურებისა თუ პროდუქციის გაყიდვებში მაშინ, როდესაც დიდ დროს უნდა უთმობდეს წინსვლისთვის გეგმების შემუშავებას, სისტემის შექმნას და ინიციატივების გამოჩენას, რაც ნამდვილად დაეხმარება მიზნების მიღწევის პროცესში.


7. პრიორიტეტულ მიმართულებად აირჩიე მარკეტინგი.

მარკეტინგის გარეშე არ გეყოლება კლიენტები და, თუ არ გეყოლება კლიენტები, არც ფული გექნება და არც ბიზნესი იმუშავებს.

8. მართე მიღებული შემოსავალი და შეამცირე ხარჯები.

ყოველ ეტაპზე საკუთარ თავს ჰკითხე, თუ როგორ შეძლებ მცირე რესურსებით და დანახარჯებით მეტის მიღწევას.


9. შიშს თვალებში ჩახედე.

შიში იმიტომ ჩნდება, დაგიცვას და არა პირიქით, შეგაფერხოს ოცნებების განხორციელების პროცესში. ისწავლე დაბრკოლებების შექმნის ნაცვლად შიში შენს მოტივატორად აქციო.


10. საკუთარ თავზე ზრუნვა ისწავლე.

ბიზნესში წარმატების მიღწევა არ ნიშნავს პლაჟზე კოტრიალს. დიდი შრომაა საჭირო წარმატების მისაღწევად. იზრუნე იმაზე, რომ კარგად იკვებო, ივარჯიშო, კარგად გამოიძინო და აკეთო ის, რაც სულიერ შვებას მოგიტანს. ბიზნესი მარათონია და არა სპრინტი, ასე რომ დაგეგმე შეინარჩუნო ენერგია დიდ გზაზე.


მასალა მომზადებულია ჰარვ ეკერის სტატიების მიხედვით






6 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page