top of page
Working with Coffee
Post: Welcome
Writer's pictureTamo Kapi

როგორია წარმატებული ბიზნეს სტარტი?



იდეა, ძლიერი ფსიქოლოგიური განწყობა და სწორად შერჩეული სამიზნე აუდიტორია - ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რაც ხშირად სტარტაპის ბედს განსაზღვრავს. საიდან ჩნდება იდეები? რა საჭიროა ფსიქოლოგიური განწყობა? მომხმარებლებთან ურთიერთობის როგორი სტრატეგიაა ეფექტური? თუ დაგაფიქრათ და დაგაინტერესათ ამ კითხვებმა, გააგრძელეთ კითხვა...


ინსპირაცია


,,საუკეთესო ბიზნესი ადამიანთა წარუმატებელი გამოცდილებების შედეგად იბადება. თუ ყურადღებით იქნები, აუცილებლად შეამჩნევ ისეთ რაღაცას, რაც იმედს გაგიცრუებს და გაიფიქრებ: ,,მე ხომ ამას უკეთესად გავაკეთებდი“. აჰა, ესეც შენ, დაიწყე ბიზნესი!

თუ შეძლებ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას, ააწყობ ბიზნესს. ზოგიერთი გაიფიქრებს: ,,კეთილი, მაგრამ ყველაფერი ხომ უკვე მოფიქრებულია“... მესმის, მაგრამ რეალურად დროდადრო ხან ამ ბაზარზე, ხან იმ ბაზარზე მაინც ჩნდება თავისუფალი ადგილები“.

რიჩარდ ბრენსონი, მულტი მილიარდელი, ფილანთროფისტი, ლეგენდარული მეწარმე, რომელმაც რვა დამოუკიდებელი მილიარდიანი კომპანია დაარსა რვა სხვადასხვა სფეროში.


ემოციონალური და ფსიქოლოგიური ფიტნესი


,,ყველაზე სამწუხარო შეცდომა, რასაც ვხედავ, დამწყები მეწარმეები უშვებენ არის ის, რომ სჯერათ ბიზნეს გეგმა ან ბრწყინვალე იდეა გარანტირებული წარმატების საწინდარია. წარმატებული ბიზნესი 80% ფსიქოლოგიაა და 20% პრაქტიკა. გულწრფელად ვიტყვი, უმრავლესობის ფსიქოლოგია ბიზნესის შექმნისთვის არ არის განწყობილი.

ჩემი ბიზნეს რჩევა? ნამდვილად გაიაზრე ვინ ხარ, რას გინდა მიაღწიო და როგორი ფსიქოლოგიური განწყობით. ყველაზე დიდი მტერი, რომელიც უკან დახევისკენ გიბიძგებს, არის შენივე შინაგანი ბუნება. ცოტა ადამიანს თუ აქვს რისკზე წასვლის უნარი ან ემოციურად მზად არის იმ ცვლილებებისთვის, რაც ბიზნესის შექმნას თან სდევს. შეუძლებელია, უცბად დარეგისტრირდე მარათონზე და ირბინო ის ვარჯიშის გარეშე. უნდა გაზარდო ამტანობა და ჩადგე შესაფერის ფორმაში. მეწარმე რომ გახდე, გჭირდება მსგავსი სახის ემოციონალური და ფსიქოლოგიური ფიტნესი, რათა არ დაამუხრუჭო შენივე ბიზნეს წარმატება.“

ტონი რობინსი, მეწარმე, ბესტსელერი წიგნების ავტორი, ფილანთროფისტი, ქოუჩი და სამოტივაციო სფიქერი


დიდი თუ პატარა თევზები?


თუ გინდა ბიზნესი წარმატებული სტარტით დაიწყო, დასაწყისშივე სწორად უნდა შეარჩიო მომხმარებლები. მართალია, ბევრი მომხმარებელთა ფართო აუდიტორიით იწყებს და შემდეგ ამცირებს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ეფექტური სტრატეგია.

წარმატებულმა მეწარმეებმა უკვე ისწავლეს ბადის დამოკლება და ამ გზით დიდი თევზების დაჭერა. ჩეთ ჰოლმსი, ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი გაყიდვების აგენტი, ტიპი, რომელმაც ბევრი ჩაძირული კომპანია გადაარჩინა, ამბობს, რომ ,,საუკეთესო მყიდველთა რაოდენობა ყოველთვის მცირეა ყველა სხვა მყიდველთან შედარებით“.

რას ჯანდაბას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები? ეს უბრალოდ მიანიშნებს იმას, რომ უნდა შეამცირო სამიზნე აუდიტორია. თუმცა, სიმცირის მიუხედავად, ბევრად მეტ შემოსავალს მიიღებ, ვიდრე პატარა თევზების სიმრავლის შემთხვევაში. თანაც დიდ თევზებთან კავშირი არამარტო დაზოგავს შენს დროსა და ენერგიას, არამედ ეს შეიძლება შესანიშნავი გზაც გახდეს პარტნიორობისთვის. ასე თავიდან აიცილებ საკუთარი თავისთვის თევზაობას და ამ ურთიერთკავშირის წყალობით მარკეტინგი და გაყიდვები უფრო გაიოლდება.

მნიშვნელოვანია ასევე ნათლად გააცნობიერო ბიზნესის მიზნები. ბევრს აკლია სტრატეგიულობა. ისინი არ სვამენ შეკითხვას: ,,რამდენს მინდა მივაღწიო ამ მყიდველთან?“ არადა, როდესაც ასე იწყებ ფიქრს, მთელი ინტერაქციის ხარისხი იცვლება.

რაც უფრო ვიწრო და ფოკუსირებულია ბიზნესის მიზნები, მით უფრო მეტ გავლენას მოიპოვებ დასაწყისშივე. ამასთან, უფრო და უფრო სწრაფად გაიზრდები ნაკლები ძალისხმევით. მაგრამ ამ სტრატეგიის რეალიზებისთვის დაგჭირდება უნარები - დაჟინება, მოთმინება და ერთგულება.

ჰარვ ეკერი, მულტი მილიონერი, ბესტსელერი წიგნების ავტორი, ქოუჩი და სამოტივაციო სფიქერი



23 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page