top of page
Working with Coffee
Post: Welcome
Writer's pictureTamo Kapi

ბრენდის მიზიდულობის ძალა



_ რა მშვენიერია!

_ რა დახვეწილია!

_ მიმზიდველია!

_ მიყვარს!

_ ვგიჟდები!

_ რა მაგარია!


ასეთი ემოციების აღწერა უსასრულოდ შეიძლება...


არ იფიქროთ, ადამიანებზე ვწერდე. ეს სიტყვები მისტერ და მისის ბრენდებს ეკუთვნის. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით მათ ქუჩაში, სახლში, სამსახურში, მეგობრებთან, გასართობ ადგილებში, წვეულებებზე, ტელეეკრანზე, სოციალურ ქსელებში... ყველგან, ყველგან ბრენდებია, რომლებიც გვხიბლავენ ან ვერ გვხიბლავენ, გვიზიდავენ ან არ გვიზიდავენ...


ფიზიკისგან განსხვავებით, არ არსებობს ზუსტი ფორმულა, არ არსებობს კანონი, რომლის მეშვეობითაც ბრენდის ,,ემოციური მიჯაჭვულობის“ ძალას გავზომავთ.


მაინც, რა არის ის, რითაც ბრენდი ადამიანს იზიდავს?

ალბათ...


უნიკალურობა;

პროფესიონალიზმი;

გულწრფელობა;

თავდაჯერებულობა;

ემპათია;

კრეატიულობა;

ქარიზმატულობა;

გამბედაობა...


ისევ ადამიანურ თვისებებს მივადექით. ეს მართლაც ასეა. ყველა ბრენდს აქვს ხასიათი, ბუნება, ემოციები. ერთი სიტყვით ყველა ბრენდი არის პიროვნება, განსხვავებული და უნიკალური (და თუ არ არის, უნდა ეცადოს ასეთი გახდეს!).


ნამდვილ ბრენდს არ ჭირდება იაფფასიანი ,,კეკლუცობა“, ის თავისუფლად იზიდავს ,,თავისნაირ“ ადამიანებს. ეს იმიტომ, რომ

1. აქვს ვიზუალი (არის ამა თუ იმ ასაკის, ტიპის, ხასიათის პერსონა);

2. ასოცირდება ერთ ან რამდენიმე გარკვეულ სარგებელთან;

3. ჰგავს თავის მომხმარებლებს და აქვს მათი მსგავსი ფასეულობები (ანუ ბრენდი იდენტურია იმ ადამიანების, რომლებიც ,,თაყვანს სცემენ“ და მისდევენ მას).


შესაძლოა, ისეთი განცდა დაგეუფლოთ, თითქოს ბრენდი ,,ხელოვნური“ ადამიანია. რეალურადაც ასეა, ის ადამიანების მიერ არის შექმნილი, თუმცა ისევ ადამიანები ,,აცოცხლებენ“. ბრენდი არ ყალიბდება დაბადებისთანავე. ის ნელ-ნელა იზრდება, ძლიერდება და ზოგჯერ იცვლება კიდეც. მაგრამ მთავარი პრინციპია - ბრენდმა არ შეწყვიტოს განვითარება და სრულყოფილებისკენ სწრაფვა. ,,იდენტობა დაკარგული“, ,,დაბერებული“ და ,,მოუწესრიგებელი“ ბრენდი აუცილებლად დაკარგავს თაყვანისმცემლებს და ,,სიყვარულით სავსე“ მომხმარებლებს.


მაინც რა არის ბრენდის მიზიდულობის, გნებავთ, მიჯაჭვულობის ძალა? ეს უპირველესად ის შთაბეჭდილებები, ასოციაციები და ემოციებია, რომლებსაც ბრენდი ,,ქმნის“ და განაცდევინებს თავის მომხმარებლებს!..


13 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page