top of page
Working with Coffee
Post: Welcome

რეკლამა ფართოდ გახელილი თვალებით

Updated: Mar 14, 2021



ახალი და ინოვაციური პროდუქტი დღეს არავის უკვირს. ყველგან, მარკეტები, მოლები, ინტერნეტი სავსეა სხვადასხვა ფერის, ფორმის, ზომის ნივთებითა და პროდუქტებით, ადამიანები კი ამ ფერად ორომტრიალში არჩევენ იმას, რაც ,,შეამჩნიეს“... ჰო, ასეა, ჩვენ ბევრ რამეს ვხედავთ, მაგრამ ყველაფერს ვერ ,,ვამჩნევთ”. რეკლამის მთავარი მიზანიც ესაა - დაგვეხმაროს შევამჩნიოთ ის, რაც ,,ფართოდ გახელი თვალებით“ ვერ დავინახეთ.

AIDA - ეს აბრევიატურა ყველა მარკეტერისა და რეკლამის სპეციალისთვის ნაცნობი კომბინაციია და აერთიანებს სიტყვებს - ,,ყურადღება“ (Attention), ,,ინტერესი“ (Interest), ,,სურვილი“ (Desire), ,,მოქმედება“ (Action). შემთხვევითი ნამდვილად არ არის, ყურადღება პირველ ადგილზე რომ ,,მოთავსდა“. სწორედ მზერის და ყურადღების მიპყრობის შემდეგ, ჩნდება ჯერ ინტერესი, შემდეგ შეძენის სურვილი, და ბოლოს - შესაფერისი მოქმედება. ნებისმიერი რეკლამა ამ ფორმულით იქმნება. მაგრამ, არც ისე იოლადაა საქმე.

რეკლამებიც, პროდუქტების მსგავსად, ბევრია და მრავალფერი - მოძველებული, ავანგარდული, ინოვაციური, ფერადი, მხიარული... რეკლამის დახასიათება შორს წაგვიყვანს. მაგრამ კარგი რეკლამა, კარგად არჩეულ რაკურსს ჰგავს. ჩვენ (კომპანია) ვირჩევთ იმ წერტილს, სადაც ჩვენი მომხმარებლის გემოვნება, ყურადღება და მზერაა. აქ არ არის მნიშვნელოვანი ,,რა მინდა მე“, ან ,,რა უნდა დავინახო“. მთავარია, ,,რა უნდა მას“ - მომხმარებელს და ,,რა უნდა შეამჩნიოს მან“ - მომხმარებელმა. შესაბამისად, კარგი და ეფექტურია ის რეკლამა, რომელიც დაეხმარა მაყურებელს შეემჩნია ის პროდუქტი, ნივთი თუ მომსახურება, რომელსაც აქამდე ვერ ხედავდა, ან ხედავდა, მაგრამ მასში ,,განსაკუთრებულს“ ვერაფერს ამჩნევდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ნებისმიერი სახის რეკლამის მიზანია და, თუ არ არის, უნდა იყოს, მომხმარებლის მზერის დაჭერა და მისთვის სწორი მიმართულების მიცემა. ასე იბადება ,,მინდა“, ,,მჭირდება“, ,,ეს ჩემია“ , ,,ეს ზუსტად ის არის“, ,,ამაზე ვფიქრობდი“... ასე შედეგიც მიღწეულია და ორივე მხარე კმაყოფილია. ამ ეფექტს კი ქმნის რეკლამა ,,ფართოდ გახელილი თვალებით“!






7 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page