top of page
Working with Coffee
Post: Welcome
Writer's pictureTamo Kapi

როგორ აზროვნებს მილიონერი ბიზნესმენი?

Updated: Mar 14, 2021



ბიზნესი ირეკლავს იმ ადამიანის ცხოვრებას, აზროვნებას, ხედვას, ვინც მის სათავეში დგას. ,,მისტერ პიროვნული განვითარება“ - ასე უწოდებს საკუთარ თავს ამერიკელი მულტიმილიონერი, სამოტივაციო სპიკერი და ,,გამდიდრების თეორიის“ შემქმნელი - ჰარვ ეკერი. მან წარმატებით გამოიყენა ბიზნეს ფსიქოლოგია, შექმნა საკუთარი სასწავლო პლატფორმა ,,Harv Eker International” და ბესთსელერი წიგნები: ,,მილიონერის აზროვნების საიდუმლოებანი“, ,,დააჩქარე გამდიდრება“, ,,კარგი მილიონერი“.

რაშია მილიონერის აზროვნების საიდუმლო? რით განსხვავდება ის სხვა ადამიანებისგან? როგორ და რა გზით შეიძლება მილიონიანი ბიზნესის აწყობა? _ ამ კითხვებს მოკლედ პასუხობს ჰარვ ეკერის მოცემული 11 წესი:

1. სამყარო გაძლევს იმას, რისი მართვაც შეგიძლია.

,,ფინანსური სასწაულები მაშინ ხდება, როდესაც სამყაროს უმტკიცებ, რომ შეგიძლია საკუთარი ფინანსების სწორად მართვა.“


2. ტკივილის გარეშე შედეგს ვერ მოიმკი (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, თუ სწრაფად დაიწყებ).

,,ცხოვრება რთულია, თუ მხოლოდ ის გინდა აკეთო, რაც იოლია. მაგრამ ცხოვრება გაიოლდება, თუ მოისურვებ გააკეთო ის, რაც ძნელია.“


3. თუ არ ვითარდები, ავტომატურად კვდები.

,,თუ საქმეები ისე არ მიდის, როგორც გინდა, ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობს რაღაც, რაც ჯერ კიდევ არ იცი.“


4. სიცხადეშია მთელი სიძლიერე.

,,უმრავლესობა ვერ იღებს სასურველს. ამის უპირველესი მიზეზია ის, რომ მათ კარგად არ იციან, რა უნდათ. “


5. მიზნები, სიამოვნება და სხვა ადამიანების დახმარების სურვილი უნდა გამოძრავებდეს სიმდიდრისკენ მიმავალ გზაზე.

,,ფული ვერ მოგიტანს ბედნიერებას, თუ წარმატების ან გამდიდრების მთავარი მოტივატორი ისეთი არასახარბიელო ფაქტორებია, როგორიცაა შიში, სიბრაზე, ან ,,თავის გამოჩენის“ სურვილი.”



6. ისწავლე სხვა წარმატებული და მდიდარი ადამიანებისგან.

,,მდიდრები ფინანსურ თამაშებს თამაშობენ იმიტომ, რომ მოიგონ. ღარიბები კი იმიტომ თამაშობენ, არ წააგონ.“


7. რაზედაც ამახვილებ ყურადღებას, ის მრავლდება.

,,რაზედაც ყურადღებას ამახვილებ არის ის, რაც აღმოაჩინე ცხოვრებაში.“


8. იშოვე ბევრი ფული და დაეხმარე უამრავ ადამიანს.

,,ნამდვილი მდიდრების მიზანია ბევრი ფულის შოვნა და ამ გზით უამრავი ადამიანის დახმარება.“

9. როდესაც ცვლი შენს აზროვნებას, ცვლი შენს ცხოვრებასაც.

,,არ არის საკმარისი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე. უნდა იყო შესაფერისი ადამიანი შესაბამის დროს და შესფერის ადგილას.“


10. მდიდრებს სურთ აკეთონ ის, რისი კეთების სურვილიც რიგით ადამიანებს არ აქვთ.

,,გინდა დღე-ღამეში 16 საათი იმუშაო? მდიდარს უნდა. გინდა იმუშაო კვირაში ექვსი დღე და ზოგჯერ შვიდიც? მდიდარს უნდა“.


11. გაარკვიე ის, რაც საჭიროა; აკეთე ის, რაც საჭიროა; არ დანებდე და მუდამ ყურადღებით, ყურადღებით, ყურადღებით იყავი.

,,ყურადღებით ყოფნა, გამბედაობა, ცოდნა, კომპეტენტურობა, 100%-ანი ძალისხმევა, თავის არ დანებება და რაც მთავარია, მდიდრებისთვის დამახასიათებელი აზროვნება - ეს არის ის, რაც აუცილებელია გამდიდრებისთვის“.





47 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page