top of page
Working with Coffee
Post: Welcome
Writer's pictureTamo Kapi

ფეისბუქ პოსტის 40 იდეა




ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური, თუ დავამტკიცებ, რომ ბიზნესი ადამიანია. არც მაშინ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ სოციალური ქსელები ბიზნესის საუკეთესო მეგობრები არიან. ყურადღებას, მოდი, წამყვან სოციალურ პლათფორმაზე - ფეისბუქზე შევაჩერებ. ბუნებრივად გაჩნდება კითხვა: რამდენჯერ, როგორ და რა სახით უნდა იაქტიუროს კომპანიამ ამ სოციალურ პლათფორმაზე? მზა რეცეპტი, რასაკვირველია, არ არსებობს. ყველაფერი კომპანიასა და მის მარკეტინგულ სტრატეგიაზეა დამოკიდებული. მაგრამ არსებობს გარკვეული, ,,შაბლონად ქცეული“ ეფექტური იდეები. მოდი, გადავხედოთ...


1. ამბები, ამბები და ამბები

აუდიტორიისთვის ყველაზე საინტერესო მაინც ამბებია (ე.წ. ,,სთორები“), თუმცა აქაც არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ამბავი საინტერესოც უნდა იყოს, მიმზიდველიც და კარგად ,,შეფუთულიც“.


2. ,,კულისებს მიღმა“

მომხმარებლებისთვის საინტერესოა როგორ ,,აკეთებთ“ ბიზნესს. თუ გააზიარებთ ისეთ კონტენტს, რაც ბიზნესის ,,შიდა სამზარეულოს“ ასახავს, ასე ისინი უკეთ გაეცნობიან საყვარელი პროდუქტის/მომსახურების შექმნის და ,,შენების“ პროცესს.


3. დასვით კითხვები

ფეისბუქზე აუდიტორიის ჩართულობისთვის საუკეთესო გზაა, დასვათ კითხვები. მომხმარებელთა პასუხები გაჩვენებთ, თუ რას ფიქრობენ და გრძნობენ ისინი თქვენი პროდუქტის/მომსახურების გამოყენების დროს. ამასთან, მოგეცემათ შესაძლებლობა უპასუხოთ აუდიტორიის კომენტარებს და ამ გზით აჩვენოთ მომხმარებლებს, რომ მათ აზრს პატივს სცემთ.


4. სასწავლო პოსტები და პრაქტიკული რჩევები

აუდიტორიის ჩართულობისთვის საუკეთესოა სასწავლო/პრაქტიკული რჩევების/ინსტრუქციების შემცველი პოსტები, რაც, რასაკვირველია, უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ბიზნეს საქმიანობას. ასეთ პოსტებს უხდება კრეატიულობა; ,,მშრალი ტექსტის“ ნაცვლად, შეგიძლიათ შექმნათ სასწავლო ვიდეო, ინფოგრაფიკა, ან ნებისმიერი საინტერესო რამ.


5. გააზიარეთ ინდუსტრიაში არსებული სიახლეები და ინდუსტრიასთან დაკავშირებული კონტენტი

თქვენი ფეისბუქ აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანია, რას ეტყვით და რას გააზიარებთ. რადგანაც გენდობიან და თქვენი გვერდის მიმდევრები არიან, ისინი იმ თემებითაც დაინტერესდებიან, რაც არსებულ ინდუსტრიაში ხდება. ამიტომ შეგიძლიათ თამამად გააზიაროთ არსებული სიახლეები და ინდუსტრიასთან დაკავშირებული კონტენტი.


6. გააზიარეთ მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი (User-generated Content/UGC)

ნდობის მოსაპოვებლად საუკეთესო გზაა გააზიაროთ კონტენტი, რომელიც თქვენი მომხმარებლების მიერ არის შექმნილი. ეს კიდევ უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვეს აუდიტორიაზე. მსგავსი სახის კონტენტი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, პროდუქტის გასინჯვიდან დაწყებული, იმ ფოტოებით/ვიდეოებით დამთავრებული, სადაც მომხმარებლები თქვენს პროდუქტებს იყენებენ.


7. გააზიარეთ ვიდეო კონტენტი

სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით და ჩართულობით გამოირჩევა ვიდეო კონტენტი. ამიტომაც გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და დაპოსტეთ ვიდეოები თქვენს პლათფორმაზე.


8. დაპოსტეთ ბლოგზე გაზიარებული კონტენტი

ბლოგზე არსებული კონტენტის გაზიარება საუკეთესო გზაა საიტზე მომხმარებელთა ტრაფიკის გასაზრდელად. ამით ორმაგად მოგებული რჩებით, ბლოგზე არსებულ კონტენტს ფეისბუქ აუდიტორიაც გაეცნობა.


9. გამოიყენეთ ჰაშთეგები

გამოიყენეთ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ჰაშთეგები თქვენს პოსტებში და ამით უფრო მეტად გაზრდით ნახვებსა და ჩართულობას.


10. აქტუალური თემები და საკითხები

აქტუალური თემებისა და საკითხების გაზიარება, ჰაშთეგების მსგავსად, გაზრდის აუდიტორიის ჩართულობას. გააზიარეთ ინდუსტრიაში არსებული აქტუალური საკითხები და ის თემები, რაც თქვენს აუდიტორიას დააინტერესებს.


11. გააზიარეთ თქვენი ბრენდის გრაფიკული გამოსახულებები (Branded Graphics)

ფეისბუქი შესანიშნავი საშუალებაა ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად. შეგიძლიათ გააზიაროთ გრაფიკული სურათები თქვენი ბრენდის ლოგოთი და პროდუქტებით. ამით გაზრდით ბრენდის აღქმას და აამაღლებთ ცნობადობას.


12. გააზიარეთ თქვენი პროდუქტების ამსახველი ფოტოები

მომხმარებლებს მოწონთ ვიზუალური კონტენტი. ფეისბუქი საუკეთესო გზაა აღფრთოვანებაში მოიყვანოთ თქვენი მომხმარებლები ვიზუალური მასალებით.


13. გამოიყენეთ ინფოგრაფიკები

ინფორმაციის 90%, რასაც ტვინი იღებს, არის ვიზუალური. ასე რომ, ინფოგრაფიკები საუკეთესო საშუალებაა მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად და გასაცნობად.


14. მოაწყვეთ კონკურსები და გაათამაშეთ პრიზები

კონკურსების და გათამაშების მოწყობა ფეისბუქზე აუდიტორიასთან ინტერაქციის საუკეთესო გზაა, რითაც კიდევ უფრო მეტ ლოიალურ მომხმარებელს მოიზიდავთ.


15. დაანონსეთ სიახლეები და ახალი შეთავაზებები

კარგი იქნება შეთავაზებების შესახებ ყველა სოციალურ პლათფორმაზე განაცხადოთ, ასე უფრო მეტ ადამიანს მიწვდებით და მიიზიდავთ.


16. გააზიარეთ კონტენტი სხვა სოციალური პლათფორმებიდან

გადაიღეთ თვითერის, ინსტაგრამის, ბლოგის ან სხვა პლათფორმებზე გაზიარებული კონტენტის ,,სქრინშოთი“ და ფეისბუქზე განათავსეთ. რადგანაც სხვადასხვა პლათფორმებს სხვადასხვა მომხმარებლები ჰყავთ, ასე უზრუნველყოფთ იმას, რომ ყველა სეგმენტს გააცნოთ თქვენი კონტენტი.


17. გააზიარეთ ფეისბუქ ლიდების რეკლამა (Facebook Lead Ads)

Facebook Lead Ads მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ისე მიაბან ინფორმაცია, არ დატოვონ პლათფორმა. ეს კი თქვენ გეხმარებათ იპოვოთ ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესდებიან თქვენი პროდუქტით/მომსახურებით, და შეაგროვოთ ინფორმაცია მათ შესახებ.


18. გააზიარეთ ტრენდული მიმები (Meme) და დაუკავშირეთ ის თქვენს ბიზნესს

სოციალური მედიის ერთ-ერთ უპირატესობა ისაა, რომ შესაძლებელია ვირუსული კონტენტის სწრაფად გავრცელება. ამიტომაც ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით, გამოიყენეთ ტრენდული მიმები, მორგეთ ის თქვენს ბიზნესს და გააზიარეთ.


19. დაპოსტეთ ფასდაკლებების და ლიკვიდაციის შესახებ

შეთავაზებების მსგავსად, კარგი იქნება თუ ფასდაკლებების და ლიკვიდაციის შესახებ ყველა სოციალურ პლათფორმაზე განაცხადებთ. ასე უფრო მეტ ადამიანს მიწვდებით და მიიზიდავთ.


20. გახდით ინფლუენსერის პარტნიორი

დღეს მარკეტერთა 80% თვლის, რომ ინფლუენს მარკეტინგი ეფექტურია, მომხმარებელთა 49% კი გადაწყვეტილებას იღებს ინფლენსერთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით. ასე რომ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა.


21. გააზიარეთ ,,იუთუბ“ ვიდეოები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვა სოციალური პლათფორმებიდან კონტენტის გაზიარება ზრდის ტრაფიკს და ჩართულობას. ასე რომ, გააზიარეთ ლინქები ფეისბუქზე თქვენი იუთუბ არხიდან.


22. ხაზგასმით წარმოაჩინეთ თქვენი პროდუქტები/მომსახურება

თქვენმა მომხმარებლებმა იციან თქვენი შეთავაზებების შესახებ, მაგრამ ხომ შეიძლება ისევ შეახსენოთ? შექმენით პოსტი, სადაც საკუთარ შეთავაზებებს უფრო ხაზგასმით და გამოკვეთილად წარმოაჩენთ.


23. დაანონსეთ ახალი პროდუქტების შესახებ

ფეისბუქი შესანიშნავი პლათფორმაა ანონსებისთვის. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა.


24. გამოაქვეყნეთ გამოხმაურებები

გამოხმაურებების გამოქვეყნება მომხმარებლების მიერ მომზადებული კონტენტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ზრდის ნდობას და რეპუტაციას. შეგიძლიათ ,,იმეილ გამოხმაურებებს“, სოციალურ მედიაში კომენტარებს ,,სქრინშოთი“ გადაუღოთ ან მოიწვიოთ მომხმარებლები და ჩაწეროთ ვიდეო ფეისბუქ პლათფორმისთვის.


25. გააზიარეთ ახალი ვაკანსიები

ფეისბუქის საშუალებით შეგიძლიათ მოიზიდოთ ახალი ტალანტები. დაპოსტეთ ახალი ვაკანსიების შესახებ და აღმოაჩენთ, რომ მომხმარებლები თქვენი გუნდის წევრობითაც დაინტერესდებიან.


26. მოაწყვეთ სესია - ,,მკითხეთ ნებისმიერი რამ“

აუდიტორიასთან დაკავშირების საუკეთესო ფორმაა სესია - ,,მკითხეთ ნებისმიერი რამ“ . აირჩიეთ ნებისმიერი საკითხი, დაპოსტეთ ფეისბუქზე და აცნობეთ მომხმარებლებს, რომ მათ შეკითხვებს უპასუხებთ კომენტარებით. ასე მიიზიდავთ და ჩართავთ მათ საუბარში.


27. დაპოსტეთ პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე

მომხმარებლები ძირითადად ერთსა და იმავე შეკითხვებს სვამენ. შექმენით ისეთი პოსტები, სადაც ხშირად დასმულ შეკითხვებს უპასუხებთ.


28. გააზიარეთ ივენთი

ადამიანები ხშირად არ ამოწმებენ ელ.ფოსტას და არც ყველა სოციალურ ქსელში აქტიურობენ. ამიტომ, ფეისბუქზე ივენთის გაზიარებით უფრო დიდ აუდიტორიას მიწვდებით.


29. ჩართეთ ივენთები ,,ლაივში“

ლაივ ივენთები უფრო მეტ შესაძლებლობებს ხსნის მომხმარებელთა ჩართულობის მხრივ. ასე დროულად უპასუხებთ მათ შეკითხვებს და ჩართავთ საუბარში.


30. მოაწყვეთ გამოკითხვა

ფეისბუქ გამოკითხვები საშუალებას გაძლევთ უფრო კარგად გაიცნოთ თქვენი აუდიტორია და მათი მოთხოვნები.


31. გააზიარეთ თანამშრომლების მონაწილეობით შექმნილი კონტენტი

თქვენს მომხმარებლებს ისიც დააინტერესებთ, თუ როგორი კულტურა გაქვთ, რა პროექტებზე მუშაობთ, როგორი თანამშრომლები გყავთ...


32. დაპოსტეთ თქვენს ინდუსტრიის შესაბამის ჯგუფებში

ძალზე ეფექტურია ფეისბუქის ჯგუფებში პოსტების განთავსება. ასე ახალ აუდიტორიას დააინტერესებთ და შესაბამისად ახალ ლიდებს მიიზიდავთ.


33. დაპოსტეთ ,,მოწოდება მოქმედებაზე“ (Call to Action)

,,მოწოდება მოქმედებაზე“ (Call to Action) დაგეხმარებათ შეაგროვოთ ინფორმაცია ახალი ლიდების შესახებ და საიტზე მომხმარებელთა ნაკადი გაზარდოთ. მაგალითად, შეიძლება გამოაწერინოთ ნიუსლეთერი, ან ექსკლუზიური უფლება მისცეთ მიიღონ ახალი პროდუქტები, ვიდრე ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.


34. თავიდან დაამუშავეთ პოპულარული პოსტები

პოპულარული პოსტების ხელახალი დამუშავებით და გაზიარებით ახალ ლიდებს და მიმდევრებს დააინტერესებთ.


35. შექმენით თემატური სერიები

ჩართულობის გაზრდისთვის მშვენიერი საშუალებაა თემატური სერიების შექმნა, რაც რასაკვირველია თქვენს ბიზნეს საქმიანობას და ინდუსტრიას უნდა უკავშირდებოდეს.


36. გააზიარეთ თქვენი კომპანიის ფასეულობები

გააზიარეთ თქვენი ბრენდის ფასეულობები ფეისბუქზე და აჩვენეთ მომხმარებლებს რაზე ზრუნავთ და რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი.


37. ჩაერთეთ ლაივში

ფეისბუქ ლაივი საშუალებას გაძლევთ მოიპოვოთ თქვენი აუდიტორიის ნდობა მათთან ინტერაქციის და ორმხრივი საუბრის საშუალებით. მომხმარებლებს შეუძლიათ კომენტარებში მოგწერონ შეკითხვები და თქვენც კომპეტენტური პასუხები გასცეთ.


38. გააზიარეთ თქვენი ინდუსტრიის ლიდერების კონტენტი

თქვენი აუდიტორია გენდობათ იმიტომ, რომ მათ ღირებულ ინფორმაციას სთავაზობთ. ამიტომაც ინდუსტრიის ლიდერების კონტენტი (ციტატების და სხვა სახით) სასარგებლო და საინტერესო იქნება თქვენი აუდიტორიისთვის.


39. რეკლამა გაუკეთეთ სხვა სოციალურ არხებს

სხვადასხვა სოციალურ პლათფორმას განსხვავებული დემოგრაფიული მონაცემების მქონე აუდიტორია ჰყავს. სხვა სოციალური არხებიდან კონტენტის გაზიარებით ფეისბუქ აუდიტორიას საშუალებას აძლევთ თქვენს სხვა პლათფორმებსაც გაეცნონ.


40. გააზიარეთ კონტენტი სხვადასხვა გვერდებიდან

ზოგიერთ კომპანიას ფეისბუქის რამდენიმე გვერდი აქვს. სხვადასხვა პროფილებიდან თქვენს გვერდზე კონტენტის გაზიარებით აუდიტორიას საშუალებას მისცემთ სხვადასხვა ტიპის კონტენტს გაეცნონ.

წყარო: blog.hubspot.com







261 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page